ჩვენი შინაგანი ინსტიქტი გვეუბნება როგორ უნდა ვიმოძრაოთ რიტმზე, ეს დაახლოებით იმის მსგავსია ახალშობილი სიმღერის რიტმის მოსმენის დროს როგორც აყოლებს ამ რითმს თავის შესაძლებელ მოძრაობებს, ან ნებისმიერ ასაკში რიტმის შესაბამისი მოძრაობების შესრულება მაგ: ფეხის აყოლება რიტმზე, ტროსტის ბაკუნი, თითების მოძრაობა და ა.შ. სოციალური ცეკვების ზოგიერთი ფორმა არსებობს დასაბამიდან დაწყებული რიტუალური ცეკვებიდან გადასული სოციალური უშვალო სიამოვნების ფორმის ცეკვებზე.
ტანგოს წარმომავლობა არ არის მკაფიოდ განსაზღვრული: ის, შეიძლება გაჩნდა არგენტინაში, ბრაზილიაში, ესპანეთში ან მექსიკაში, მაგრამ აშკარაა მისი ფესვები უძველესი ესპანური ეროვნული ცეკვებიდან მოდის, მილონგები, ატარებენ მავრიტული და არაბული წარმოშობის კვალს. ტანგო, როგორც ასეთი, პირველად ცნობილი გახდა არგენტინაში მე-20 სკ-ის დასაწყისში. ის იცეკვებოდა მთელ ლათინო ამერიკაში, მაგრამ სხვადასხვა სახელწოდებებით. წლების შემდეგ, არგენტინულ ან ,,გაუჩოს ვაკეზე'' მილონგუს მოდიფიცირებულ ვერსიებს ცეკვავდნენ ბუენოს-აირესის უხამს კაფეებში. არგენტინელმა და კუბელმა ახალგაზრდებმა მოგვიანბით შეუცვალეს სახელი (და სტილი) ტანგოს, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გახდა. კუბელები მას ჰაბანერას რითმებით ცეკვავდნენ, რომლებიც სინკოპირებული იყო და მილონგას რიტმის ჩრდილში მოქცეული. ტანგოს ისტორიაში, მიუხედავად იმისა, რომ 1930-1950 წწ. უდიდესი დეპრესიული პერიოდიიყო, ეს პერიოდი მისთვის ,,ოქროს საუკუნე''- დ იქცა. შეიქმნა უამრავი ანსამბლები, რომელთა შემადგენლობებშიც შედიოდნენ ტანგოს ცნობილი შემსრულებლები და კომპოზიტორები, რომლებიც დღეს კლასიკოსებად მოიხსენებიან: ანიბალ ტროილო, ოსვალდო პულეზე, ასტორ პიაცოლა და სხვები. 60 წლის განმავლობაში, ტანგომ უამრავი ცვლილება განიცადა და დღემდე მაინც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ყველა ცეკვებს შორის, რომლებიც გაჩნდა მე-20 სკ-ის დასაწყისში, მხოლოდ ტანგო აგრძელებს უდიდესი პოპულარობით სარგებლობას. ტანგო წარმოადგენს პროგრესულ ცეკვას, სადაც ფეხების სტოკატოზე და მწოლიარე მოძრაობა მეტ დრამატიზმს მატებს ცეკვის სტილს. ტანგო ერთერთი ყველაზე სტილიზებული ცეკვაა სამეჯლისო ცეკვებს შორის. დასაშვებია, რომ მისი უსაზღვრო წარმატების ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ, ის იცეკვება პარტნიორთან ძალიან ახლოს. 2009 წელს, იუნესკოს მთავრობათაშორის მეოთხე სხდომაზე, ტანგო, როგორც მუსიკის, ცეკვის, პოეზიის და რიო დე ლა პლატას რეგიონის ორიგინალური ტრადიციების ერთობლიობა, შეტანილი იქნა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
რუმბა (ან,,სამეჯლისო რუმბა''), ერთერთია სამეჯლისო ცეკვებიდან, რომელიც სოციალურია და აუცილებელი სამეჯლისო კონკურსებზე. ხუთ კონკურენტუნარიან საერთაშორისო ცეკვებს შორის რუმბა არის ყველაზე ნელი ცეკვა: პასადობლე, ჩა-ჩა-ჩა, სამბა და ჯაივი. სამეჯლისო რუმბა სათავეს იღებს კუბური რითმებიდან და ცეკვიდან სახელწოდებით ბოლერო-ვაჟი; საერთაშორისო სტილი მიღებული და შესწავლილი გახდა კუბური ცეკვიდან ჯერ კიდევ რევოლუციამდე, რომელსაც პოპულიზაცია გაუწია აფრიკელი მონების შთამომავლებმა კუბაში. მისი მათრობელა რითმი ამერიკის შტატებში 1930 წ-დან შეიჭრა და დღემდე რჩება ერთერთ ყველაზე პოპულარულ ცეკვად სოციალურ ცეკვებში. რუმბა ხასიათდება რბილი, ბარძაყის დახვეწილი მოძრაობებით და მძიმე ნაბიჯებით. რუმბას სამი სტილიდან, რომლებიც შეიჭრა ამერიკის შტატებში- ბოლერო-რუმბა, სიზმარი-რუმბა და გუარაჩა-რუმბა, მხოლოდ ბოლერო-რუმბამ ( შემოკლებით ბოლერო) და სიზმარი-რუმბამ (შემოკლებით რუმბა) გაუძლო დროის გამოცდილებას. გუარაჩა-რუმბა მალევე გაქრა, როგორც კი მღელვარე მამბო გამოჩნდა 1940წ. ბოლოს. რუმბა იცეკვება ერთად, რადგან ნაბიჯები საკმაოდ კომპაქტურია. მიუხედავად იმისა, რომ რუმბა არ იცეკვება სხეულთან ახლო კონტაქტით, რომელიც გამოიყენება რბილი სტილის ცეკვებში, მასში პარტნიორები მაინც გამოიყურებიან და გრძნობენ თავს ბევრად უფრო მიმზედველად, ვიდრე ისეთ ცეკვებში, სადაც პარტნიორები ცეკვავენ მჭიდრო კონტაქტით. რუმბასთვის სახასიათოა ბარძაყის რბილი და დახვეწილი მოძრაობები.
ბრაზილიური ცეკვა სალსა ხასიათდება სტილის მგრძნობიარობით. სალსაში ყველაფერია - ლტოლვა, ენერგია და სიხარული. სალსა, როგორც ცეკვის ფორმა, წარმოიშვა აფრო-კუბური ცეკვიდან რუმბა. პოპულარული ცეკვებისთვის როგორც სახასიათოა, სალსაც მუდმივად განიცდის განვითარებას და მოიცავს უამრავ სტილს და მის ვარიაციებს, მასთან ძალიან ახლოსაა ჩა-ჩა-ჩა, მამბო, ბოლერო...1970 წ. დასაწყისში ნიუ-იორკში ჩაიტანეს პუერტო-რიკის ემიგრანტებმა. რამედენიმე ფრანჩაიზინგერმა და დამოუკიდებელმა საცეკვაო სტუდიამ გამოიმუშავა სალსას შესწავლის უნიფიცირებული სასწავლო გეგმა, რომლითაც ასწავლიდნენ მოუთმენელ პუბლიკას. დღესდღეობით სალა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ზოგიერთ ქვეუანაში მას ,,ტროპიკის მუსიკას'' უწოდებენ.
ბოლერო ამერიკელი საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნა 1930–ან წლებში და ამ პერიოდში ბოლეროს კლასიკურ ფორმას ასრულებდნენ მუდმივად დასარტყამების რიტმზე. ესპანელი მოცეკვავეს–სებასტიან ჩერეზას მიაკუთვნებენ ბოლეროს შექმნას 1780წ. მას შემდეგ ბოლერო დარჩა შინაგანი გრძნობების ჭეშმარიტ გამომახატველ ცეკვად. ბოლერო ნამდვილად არის ,,სიყვარულის ცეკვა''. ის არის შინაგანი გრძნობების ერთერთი ყველაზე კარგად გამომხატველი ცეკვა: ხელების და ფეხების, ტერფების, სახის გამომეტყველება ხელს უწყობს ამ ცეკვის სილამაზის გამოხატვას და აღქმას.
